#სახლისკენ – ბავშვობისას ღამით წაკითხული წიგნების მუღამი
ტომ სოიერიდან შერლოკ ჰოლმსამდე, მუშკეტერების თავგადასავლების გავლით; თავსმოხვეული კლასიკა, ბიძია თომა და სხვა სავალდებულო საკითხავი წიგნების სია; ნაადრევად წაკითხულ წიგნებთან დაბრუნების ხიბლი, გამოტოვებული ბუნების აღწერები და ნაწარმოების ფინალის წინასწარ წაკითხვის კატეგორიული მიუღებლობა; სხვადასხვა თაობის მკითხველის განსხვავებული ლიტერატურული გემოვნება და შვილისთვის ამა თუ იმ წიგნის შეთავაზების „ამაოება“; არალეგალურად გამოცემული წიგნით გამოწვეული იმედგაცრუება და რუსულ თარგმანში წაკითხული „დავით აღმაშენებელი“.
სტუმარი – გაგა გობრონიძე, საქართველოს რადიოს გადაცემების „რადიო ექსპრესი“ და „მთელი ეს როკი“ წამყვანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

