#სახლისკენ - ბავშვობის წიგნები ბებიის ბიბლიოთეკიდან
#სახლისკენ - ბავშვობის წიგნები ბებიის ბიბლიოთეკიდან

3-4 წლის ასაკში დაწყებული მკითხველის „კარიერა“ და თანდაყოლილი ცნობისმოყვარების გამო წაკითხული პირველი წიგნების „ბანალური“ სია „საბავშვო ბიბლიოთეკის“ სერიიდან: „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის საგმირო, მხიარული, სახელოვანი ისტორიები ფლანდრიასა და სხვა ქვეყნებში; უფროსების რეკომენდაციით არჩეული დიუმას ნაწარმოებები და გატაცება „გრაფი მონტე-კრისტოთი; მაინ რიდის ტექსტებში გამოტოვებული ბუნების აღწერები და „ვეფხისტყაოსანი“ სხვა „არასწორ“ დროს წაკითხულ, ვერგაგებულ წიგნებს შორის; რეზერვში სამსახურის დროს „აღმოჩენილი“ ართურ კონან დოილი და დღემდე დაუმთავრებელი „მთვარის სპეკალი“; სხვადასხვა თაობის მკითხველისთვის „სავალდებულოდ საკითხავი“ წიგნების განსხვავებული ჩამონათვალი.

სტუმარი – სანდრო რაჩკოვსკი, ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე, საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „ახალი დღე“ წამყვანი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: