#სახლისკენ - აშშ საქართველოში შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს
#სახლისკენ - აშშ საქართველოში შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იმის შესახებ, თუ განათლების რომელ სფეროებს მოიცავს ეს მასშტაბური ხუთწლიანი პროექტი, გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: