#სახლისკენ - ახალი ქართული პიესა - ანა-მარია გურგენიშვილი
#სახლისკენ - ახალი ქართული პიესა - ანა-მარია გურგენიშვილი

„ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებული ავტორის, ანა-მარია გურგენიშვილის პიესა „ბიოციდი“ რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა 2020 წლის იანვარში კლუბ U-ban-ში დადგა.

„ბიოციდი“ – ესაა პიესა, რომლის მოქმედება სწორედ კლუბში ხდება და შესაბამისად, „სცენური“ გარემოსა და ამბის შერწყმა ის მთავარი და ეფექტური იარაღია, რითაც რეჟისორს მაყურებლის დაინტერესება-დატყვევება სურს. შესაბამისად, უმთავრესი მიზანიც – ბიოციდი (Biocidum), როგორც მკვლელი, რომელიც სპობს ყოველგვარ ცოცხალს, ამ ხერხით მიღწეულია“ – წერს კულტურის კრიტიკოსი და პუბლიცისტი დავით ბუხრიკიძე.

როდის და რატომ დაიწყო პიესების წერა ახალგაზრდა დრამატურგმა და რამდენად საინტერესოა ავტორის და რეჟისორის შემოქმედებითი ურთიერთობა?

სტუმარი: ანა-მარია გურგენიშვილი, დრამატურგი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი