#სახლისკენ -  ახალი პროექტი პირველ არხზე
#სახლისკენ - ახალი პროექტი პირველ არხზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში დღეიდან ახალი პროექტი „პირველი აუდიტორია გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ იწყება. ეს არის გადაცემა, რომლის მონაწილეებიც არიან ახალგაზრდები. სწორედ ახალგაზრდები მსჯელობენ, განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემას, სვავენ პრობლემას და ეძებენ გადაჭრის გზებს. „პირველი აუდიტორია“ პირველი არხის ეთერში ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე დაიწყება.

სტუმარი: გიორგი გვიმრაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი.