#სახლისკენ – 9 მაისი ევროპის დღეა

20:05, 09.05.2022
-0:00

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერ შუმანის დეკლარაციამ ევროპის კონტინენტის მომავალი შეცვალა – მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე შექმნილ ამ დეკლარაციაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა.

ეს მოვლენა გახდა დასაბამი ყოველ 9 მაისს მსოფლიოში ევროპის დღე აღნიშვნისა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თავის Facebook-ის გვერდზე საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მოაწყობს, ფილმების საერთო სათაურია „მე და ევროპა“.

გარდა ამისა, ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის – ერასმუს + ახალგაზრდობისათვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ინიციატივით.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი კიკალიშვილი – „ერასმუს+ახალგაზრდობისათვის“ საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი; თაკო ქველიძე – ფილმის „მე და ევროპა“ პროდიუსერი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

მსგავსი