#სახლისკენ - 30 მაისს ათენში პირველი დიასპორული კონფერენცია ჩატარდება
#სახლისკენ - 30 მაისს ათენში პირველი დიასპორული კონფერენცია ჩატარდება

30 მაისს ქალაქ ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, ჩატარდება პირველი დიასპორული კონფერენცია. დიასპორის დელეგატებთან ერთად, კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული კონფერენციაზე, რა ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავი, გადაცემაში ათენიდან სატელეფონო ჩართვისას საუბრობს საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.