#სახლისკენ - 2019 წლის გამოცდები დასრულდა
#სახლისკენ - 2019 წლის გამოცდები დასრულდა

ბოლო გამოცდა 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისათვის ჩატარდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.
2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 95%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 82%. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება.
იყო გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევაც. ძირითადად, ეს იყო მობილურით და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობები. აბიტურიენტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 2 ფაქტს, როდესაც აპლიკანტის ნაცვლად გამოცდაზე სხვა გამოცხადდა.

2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

გადაცემაში „სახლისკენ“ ეროვნული გამოცდები 2019-ის შედეგების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, მაია გაბუნიამ ისაუბრა.

  

დატოვე კომენტარი