#სახლისკენ - 20 მაისს ბორის აკუნინი დაიბადა
#სახლისკენ - 20 მაისს ბორის აკუნინი დაიბადა

რუსი მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი ბორის აკუნინი ამ ფსევდონიმით ლიტერატურულ საქმიანობას 1998 წლიდან ეწევა, მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი გრიგოლ ჩხარტიშვილია.

აღსანიშნავია, რომ ფსევდონიმი „აკუნინი“ იაპონური ენიდან მომდინარეოობს და დაახლოებით ითარგმნება, როგორც „ადამიანი, რომელიც კანონს არ იცავს.“

განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ მოუტანა, თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული.

2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ბორის აკუნინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

სტუმარი: თამარ კოტრიკაძე – მთარგმნელი, ფილოლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: