#სახლისკენ - 19 თებერვალს დაიბადა ლეო ქიაჩელი
#სახლისკენ - 19 თებერვალს დაიბადა ლეო ქიაჩელი

ლეო ქიაჩელის პირველივე რომანის გამოჩენა საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად იქცა იქცა ქართული ლიტერატურისთვის. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ტარიელ გოლუა, „თავადის ქალი მაია“, „გვადი ბიგვა“. ლეო ქიაჩელის ერთ-ერთი გამორჩეული ნოველაა „ჰაკი აძბა“, რომელსაც, როგორ ირკვევა, ორი დასასრული ჰქონია. იმის შესახებ, თუ რა კავშირი აქვს ამ ნოველის ფინალს 30-იანი წლების მწერალთა კრებების ჩანაწერებთან, გადაცემის სტუმარმა – ფილოლოგიის დოქტორმა, ლიტერატურის მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორმა ია ღადუამ ისაუბრა.