#სახლისკენ - 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
#სახლისკენ - 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე სტიქიის შედეგებს ათასობით ახალგაზრდა მოხალისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ებრძოდა.

სამწუხაროდ, ბუნებრივი კატასტროფებისა და ვერეს ხეობაში სტიქიის განმეორების საფრთხისგან დღესაც არ ვართ დაზღვეულნი, თუმცა სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების მონიტორინგის, მიახლოებითი პროგნოზირების, სახელმწიფოს მხრიდან დროული პრევენციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით საგანგებო სიტუაციების ზონაში რისკის შემცირება შესაძლებელია.

დღეს ვსაუბრობთ 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებისა და საგანგებო სიტუაციის (მიწისძვრის, საომარი ვითარების, ხანძრის ან წყალდიდობის) დროს ქცევის წესებზე.

სტუმარი: თეიმურაზ მელქაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, დოქტორი, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: