#სახლისკენ - 13 ივლისს ოსკარ შმერლინგი დაიბადა
#სახლისკენ - 13 ივლისს ოსკარ შმერლინგი დაიბადა
  • გერმანული წარმოშობის მხატვარი და კარიკატურისტი ოსკარ შმერლინგი ჟურნალ-გაზეთებში არაჩვეულებრივ კარიკატურებს აქვეყნებდა. მასვე ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ და „იავნანამ რა ქმნას“პირველი გამოცემის ილუსტრაციები, სერიის -„თავდადებულნი ქართველნი“ მხატვრული გაფორმება და სხვა. 1898 წელს მხატვარმა თბილისში სამხატვრო სკოლა გახსნა, 1902 წელს კი კავკასიის კაზმულ ხელოვანთა წამახალისებელ საზოგადოებასთან დაარსა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი. შთამბეჭდავია ოსკარ შმერლინგის მოხატული ბარათების სერია „წარმავალი თბილისი“ ,რომლებზეც საუკუნისწინანდელი დედაქალაქის ცხოვრება ფოტოგრაფიული სიზუსტითაა ასახული.

სტუმარი: ირინა აბესაძე,ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: