#სახლისკენ - 12 წლის ბიჭის გაქცევა კუნძულ ბალიზე / Loudspeakers ახალი ალბომი / ელექტრონავტის დაჯილდოება / YouTube Kids-ის ახალი ფუნქცია
#სახლისკენ - 12 წლის ბიჭის გაქცევა კუნძულ ბალიზე / Loudspeakers ახალი ალბომი / ელექტრონავტის დაჯილდოება / YouTube Kids-ის ახალი ფუნქცია
  • Loudspeakers ახალი ალბომი – ქართული ალტერნატიული როკ ჯგუფი Loudspeakers მეორე ალბომზე მუშაობს, რომელიც ლევან ლაუდაძის სიტყვებით “წინასგან განსხვავებული ჟღერადობის” იქნება. როგორც ჯგუფის ვოკალისტმა პირველი არხის გადაცემა „აკუსტიკაში“ თქვა, მეორე ალბომზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ახალი სიმღერები ჯერ სტუდიაში არ ჩაწერილა. Loudspeakers0-მა პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით World In My Eyes, Fallen In You, In This World 
  • ელექტრონავტის დაჯილდოება – გუშინ ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია „ელექტრონავტი“ გაიმართა. მეათე, საიუბილეო ღონისძიებამ 2017 წლის ყველაზე საინტერესო მუსიკალური მოვლენები და არტისტები შეაფასა.
    გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში:
    წლის საუკეთესო ვიდეო – KAYAKATA – JUNGLE WITH FICTION
    წლის საუკეთესო ფესტივალი – 4GB
    საუკეთესო ლეიბლი – BASSIANI RECORDS
    საუკეთესო ალბომი – VA – DE /დე: SOUNDS FROM GEORGIA
    საუკეთესო დიჯეი – HAMATSUKI
    წლის საუკეთესო ცოცხალი შესრულება – ZESKNEL
    საუკეთესო ტრეკი – NEWA – SMASH IT
    წლის აღმოჩენა – TKIVILSAARI
    წლის ელექტრონავტი – NEWAშეგახსენებთ, რომ ყოველწლიური დაჯილდოება 2007 წლიდან იმართება და მიზნად ნიჭიერი ადგილობრივი არტისტების გამოვლენას და მათ მხარდაჭერას ისახავს.
  • YouTube Kids-ის ახალი ფუნქცია – გავრცელდა ინფორმაცია, რომ YouTube მშობლებს საშუალებას მისცემს გააკონტროლონ, თუ რას უყურებენ მათი შვილები. გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ამის შესახებ The Star-ი წერს.
    ვიდეო პლატფორმამ YouTube Kids-ს ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მშობლებს აპლიკაციაში არსებული შიგთავსის შინაარსის განსაზღვრის საშუალებას აძლევს.
    YouTube Kids-ი სამი წლის წინ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბავშვებისთვის ვიდეოები გაეფილტრა, თუმცა აპლიკაციაში ძალადობის შემცველი ვიდეოები მაინც ხვდებოდა.
  • 12 წლის ბიჭის გაქცევა კუნძულ ბალიზე – სულ ცოტა ხნის წინ BBC-მ და მასთან ერთად არაერთმა გამოცემამ დაწერა 12 წლის ბიჭის შესახებ, რომელსაც უცნაური, თუმცა საკმაოდ საინტერესო ისტორია გადახდა თავს.
    ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მცხოვრებმა ოჯახმა ინდონეზიაში დაგეგმილი დასვენება გააუქმა, თუმცა მშობლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო 12 წლის ბიჭმა ჩუმად მათი საკრედიტო ბარათი გამოიყენა და კუნძულ ბალიზე მარტო გაფრინდა.
    ავსტრალიიდან ბალიმდე კი დაახლოებით 4 640 კილომეტრია ანუ მანძილი საკმაოდ დიდია. მოგზაურობისთვის მან მხოლოდ საკუთარი პასპორტი და სკოლის ID ბარათი გამოიყენა. დაკარგული ბიჭი ინდონეზიის კუნძულზე 17 მარტს აღმოაჩინეს. ის 9 დღის გაუჩინარებული იყო, თუმცა უცნობია, კუნძულზე რამდენი დღე გაატარა.
    როგორც BBC წერს, ბიჭი მოგზაურობით ძალიან კმაყოფილია. მისივე თქმით, სასტუმროში დაბინავებისას მან მომსახურე პერსონალს განუცხადა, რომ უფროს დას ელოდებოდა.
    ავსტრალიის პოლიცია კი თავის მხრივ აპირებს, რომ გამოიძიოს ყველა დეტალი, თუ როგორ მოხვდა 12 წლის ბიჭი მარტო კუნძულ ბალიზე, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.
  • რამდენი ჭიქა წყალი უნდა დალიოთ ერთ დღეში  – რამდენი სითხე სჭირდება ადამიანს, დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, გარემო პირობებზე, კვებასა და ბევრ სხვა ფაქტორზე. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანები ბევრ წყალს სვამენ: ზოგი სიცხის გადასატანად, ზოგი კი – დიეტისათვის.
    სპეციალისტები გვირჩევენ, რომ იმდენი წყალი დავლიოთ, რამდენიც მოგვინდება, თუმცა რეკომენდაციები მაინც არსებობს. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მიახლოებითი გათვლებით, კაცებმა დღეში 3,7 ლიტრი, ქალებმა კი – დაახლოებით 2,7 ლიტრი სითხე უნდა მიიღონ.