#სახლისკენ - 10 ივლისს გალობის უნივერსიტეტი საანგარიშო კონცერტს გამართავს
#სახლისკენ - 10 ივლისს გალობის უნივერსიტეტი საანგარიშო კონცერტს გამართავს

10 ივლისს გალობის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში საანგარიშო კონცერტს გამართავს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ საარქივო მასალებიდან გაცოცხლებული და შესწავლილი ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული სასიმღერო ტრადიციის ცოცხლად შენარჩუნება და რა როლი აკისრია ამ პროცესში ახალგაზრდა თაობას, გადაცემის სტუმარმა, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე ბაია ჟუჟუნაძემ ისაუბრა.