#სახლისკენ – 1 ოქტომბერს დასრულდა ნიურბერგის პროცესი

19:21, 01.10.2021
-0:00

1946 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა „ნიურბერგის პროცესის“ სახელით ცნობილი საერთაშორისო სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიურბერგის პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ ნაცისტური პოლიტიკური ელიტა არ დასჯილა გერმანიის ეროვნული კანონმდებლობით – ისინი გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც საერთაშორისო დამნაშავენი, რომლებმაც ჩაიდინეს ომის, ადამიანურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ნიურბერგის პროცესმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულებას.

სტუმარი: გიორგი დგებუაძე – სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი