#სახლისკენ - ​ცხოველები - რა ჯგუფის არსებითი სახელების კატეგორიას განეკუთვნებიან
#სახლისკენ - ​ცხოველები - რა ჯგუფის არსებითი სახელების კატეგორიას განეკუთვნებიან
  • FM ნავიგატორი – რას ეფუძნება Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც მკვლევარები ფიქრობენ, რომ სულ მალე ფარდა აეხდება დედამიწის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გადაშენების გამომწვევი მიზეზების საიდუმლოს და რა კავშირია აქვს ამ მოვლენას, იმ დროს მომხდარი სავარაუდო დიდი ვულკანური ამოფრქვევების სერიასთან? როგორი იქნება, სად აშენდება და რა ეღირება მსოფლიოში ყველაზე დიდი სადგური, რომელიც ელექტროენერგიას მზის სხივების საშუალებით გამოიმუშავებს? როგორ აღმოაჩინა 14 წლის ტექსასელმა მოსწავლემ, ანიკა ჩებროლუმ მოლეკულა, რომელმაც, შესაძლოა, ახალი კორონავირუსისგან დაგვიცვას?
  •  როგორ ემზადება ზოოპარკი ზამთრისთვის? როგორ ხვდებიან შორეული ქვეყნების ბინადარი ცხოველები თბილისის ზოოპარკში? რა ეტაპზეა თბილისის ზღვის სიახლოვეს ახალი ზოოპარკის მოწყობის სამუშაოები?
  •  რატომ უჭირთ უფროსებს გადაწყვეტილების მიღება, როცა ოჯახის უმცროს წევრებს სახლში ცხოველის ყოლის დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ? რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელში ძაღლის, კატის ან ნებისმიერი სხვა ცხოველის მოყვანამდე, რომ შემდეგ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ? შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის ცოდნა რომელი ცხოველი იქნება მარტივად ან რთულად მოსავლელი?
  •  მუსიკალური კალენდარიჯორჯ ჰარისონი ბითლზის წევრი, რომლის კომპოზიციებსაც ჯგუფის რეპერტუარში შედარებით მოკრძალებული ადგილი უჭირავს, მაგრამ არანაკლებ საინტერესო სიმღერების ავტორია და რომელმაც პოლ მაკარტნის, ჯონ ლენონის და რინგო სტარის მიერ თავის დროზე დაწუნებული კომპოზიციები ბითლზის დაშლის შემდეგ მარტომ ჩაწერა;
  •  კულტურის სიახლეებს გაგაცნობთ თამუნა დადიანიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: