საღამოს პიკის საათი - საზოგადოების ღირებულებები ბავშვთა უფლებების წინააღმდეგ
საღამოს პიკის საათი - საზოგადოების ღირებულებები ბავშვთა უფლებების წინააღმდეგ

ქართული საზოგადოება ჯერ არ შეთანხმებულა, რა არის ძალადობა ბავშვთა მიმართ. მშობელი, ოჯახის სხვა წევრი, მასწავლებელი შეიძლება არც კი ფიქრობდეს, რომ მოძალადეა და ისე ძალადობდეს ბავშვზე. ბავშვი არ არის საკუთრება, ის არის უფლებების მქონე მოქალაქე – ეს მიდგომა ძალიან ნელა მკვიდრდება ჩვენში. საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში ამ მხრივ სამუშაო არ ელევათ ბავშვთა დამცველ ორგანიზაციებს. 20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა და ის უწინარესად შეგვახსენებს, რომ ჩვენში შესაცვლელია ღირებულებები და მიდგომები ბავშვების აღზრდისას, სკოლაში იქნება ეს თუ ოჯახში.

სტუმარი: მაია ქურციკიძე – საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი