საღამოს პიკის საათი - სახელმწიფომ ვერ დახარჯა ფული C ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ
საღამოს პიკის საათი - სახელმწიფომ ვერ დახარჯა ფული C ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ

რა მიზეზია, რომ სახელმწიფო ვერ ხარჯავს C ჰეპატიტის პროგრამისათვის გამიზნულ საბიუჯეტო ფულს? 14 მილიონიდან 5 მილიონიც არ დაუხარჯავთ წელს. რა აბრკოლებთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ, ან შეიძლება ჰქონდეთ C ჰეპატიტი, მიაკითხონ კლინიკებს მკურნალობისათვის? აქ შეიძლება არაერთი მიზეზი იყოს: ინფორმაციის არქონა, შიში, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო სისხლის სამართლის წესით მოსთხოვენ პასუხს, ცრურწმენები, ცუდი მენეჯმენტი სახელმწიფოს მხრივ… არადა, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს საქართველო უკვე მეოთხე წელია, უფასოდ იღებს მწარმოებლისგან და უფასოდვე სთავაზობს პაციენტებს…

სტუმრები: მაკა გოგია – ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის პროგრამების დირექტორი, კოტე რუხაძე – ა/ო „ნარკოტიკების მომხმარებლები – ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის“.

 

  

დატოვე კომენტარი