საღამოს პიკის საათი - საარჩევნო დარღვევების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა
საღამოს პიკის საათი - საარჩევნო დარღვევების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა

29 ოქტომბრის შემდეგ მკვეთრად იმატა საარჩევნო პერიოდს დამახასიათებელმა ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა ან მოსყიდვის მცდელობა. უპრეცედენტო იყო ინფორმაცია პირადობის ყალბ მოწმობათა დიდი ოდენობით ბეჭდვის შესახებ, რაც ასევე არჩევნების შედეგზე ზემოქმედებას უმიზნებს. რამ შეიძლება გადაარჩინოს საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურობის დაკარგვას?!

რესპონდენტები: ლევან ნატროშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ელენე ნიჟარაძე – „სამართლიანი არჩევნები“.