საღამოს პიკის საათი - აშშ კონგრესის კანონპროექტი საქართველოს შესახებ და საერთაშორისო კონიუნქტურა
საღამოს პიკის საათი - აშშ კონგრესის კანონპროექტი საქართველოს შესახებ და საერთაშორისო კონიუნქტურა

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც, სენატში გავლისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევ პირებს სანქციებს დაუწესებს. კანონი ასევე დაავალებს სახელმწიფო მდივანს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შეიმუშაოს საქართველოსთან ურთიერთობის ხუთი წლის სტრატეგია.

სტუმარი: ფიქრია ასანიშვილი, თსუ პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.