საღამოს პიკის საათი – 29.10.2026

20:11, 29.10.2026
-0:00

1) შადიმან შამანაძის ლიტერატურული რუბრიკა – საბავშვო ლიტერატურა

2) სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი ბავშვთა ანგიოლოგია საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები

სტუმარი: გიორგი კუპატაძე – ექიმი რადიოლოგი-ონკოლოგი.

3) ბიზნესპარტნიორი / მაკა კოჩლაძე

როგორ შეიძლება სწავლა თითოეული მოსწავლის საჭიროებებს მოერგოს?

ქართული სტარტაპი NODI ქმნის პლატფორმას, რომელიც მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს, ხარვეზებს ავლენს და ინდივიდუალურ სასწავლო მასალებს სთავაზობს.

სტარტაპმა საერთაშორისო აქსელერატორის ყურადღებაც მიიპყრო და GITA-ს მხარდაჭერაც მოიპოვა.

სტუმარი: ქეთი ბურდული – NODI-ის თანადამფუძნებელი

4) ლუკა ლოლაძის სადებიუტო წიგნი – „ჩვენი უბნის სამი მუშკეტერი“

თბილისს თავისი ხალხი ახსოვს, ახსოვს მათი ხმები, მეტსახელები, სიყვარულები, ტკივილები, დაუსრულებელი საუბრები და ის სევდაც, რომელიც ძველ ეზოებსა და ქუჩებში წლების შემდეგაც რჩება.

სტუმარი: ლუკა ლოლაძე.

წამყვანები: დალი ხოჯავა, გიორგი გაფრინდაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი