1) 29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღე
სტუმრები: ეკა ჭკუასელი – ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი; ოთარ ბლუაშვილი- საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ უცვლელი წევრი.
2) „ცეკვა თავისუფლებაა, რომელიც მუსიკის რიტმში იბადება“
ავტორი: მარიამ ასათიანი.
3) ბიზენსპარტნიორი / მარი მელიქიშვილი
თითქმის 1 თვე ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან საავტომობილო ბიზნესში: ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ მიღებული კანონით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება თითქმის 6-ჯერ გაძვირდა, მოსახლეობა არჩევანს ნაკლები წლოვანების, მაგრამ დაბალი ხარისხისა და კლასის ავტომობილებზე აკეთებს.
შემცირებულია ექსპორტ-იმპორტიც.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 26%-ით შემცირდა, ასევე 27%-იანი კლება განიცადა ექსპორტმაც.
სტუმარი: ლაშა დარბაისელი – ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
4) მარიამ კერესელიძის წარმატების გზა უნგრეთში
სტუმარი: მარიამ კერესელიძე – ჟურნალისტი.
წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
