1) 28 ნოემბერი – უშანგი ჩხეიძის დაბადების დღე
1898 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში დაიბადა.
დიდი მსახიობი და მაშინდელი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, ხშირად მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. შემდეგ კი სწავლა უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, პარალელურად არ ღალატობდა თავის საყვარელ საქმეს და ჯაბადარის სახელობის დრამატულ სტუდიაში დადიოდა.
თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების დადგმებში, 1921 წლიდან კი – რუსთაველის სახელობის თეატრში.
სტუმარი: მაკა ვასაძე – თეატრმცოდნე, კრიტიკოსი.
2) სალომე ნიკოლაიშვილის რუბრიკა „ფრაგმენტები ქართული სპორტის ისტორიიდან“ – პირველი ევრობასკეტი
სტუმარი: პაატა გურასპაულია – ვეტერანი კალათბურთელი, კომენტატორი.
3) მოტივაცია
სტუმარი: თამარ შუბლაძე – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: