საღამოს პიკის საათი - 27.02.2026
საღამოს პიკის საათი - 27.02.2026

1) ანტონიო ვივალდის პირველი ოპერა „ოტონე ვილაში“

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, პირველად საქართველოში წარმოგიდგენთ ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას – ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“.

რესპონდენტი: თეა მუქერია – პროექტის მენეჯერი.

 

2) ბესო კალანდაძის შემოქმედებითი გზა

სტუმარი: ბესო კალანდაძე.

 

3) ბიზნესპარტნიორი – მარი მელექიშვილი

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა.

ბოლო ერთ წელში, ქვეყანაში მანქანის მართვის უფლება, თითქმის, 30 ათასმა ადამიანმა მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი მონაცემია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება იმ მაჩვენებელს, რაც ქალაქის გამოცდის დამატებამდე იყო.

სტუმარი: სალომე ბუკია – „ბუკი დრაივის“ დამფუძნებელი.

 

4) ქართული პოპ-მუსიკა ისტორიულ ჭრილში

წამყვანები: გაგა გობრონიძე, გიორგი გაფრინდაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: