1) გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში
რეალურად რას მოიაზრებს გასტრონომიული ტურიზმი, რა არის მიზანი, რა პერსპეტივა აქვს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და რა არის მთავარი გამოწვევები.
სტუმარი: დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
2) დავით ალადაშვილის რუბრიკა „პიანისტის დღიური“
დოდო ცინცაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი 1-4 დეკემბერს გაიმართება.
სტუმარი: ნათია ბერაია – პიანისტი; ნათია ქავთარაძე – პიანისტი.
3) ქართული უცხოელებისთვის
ელენე ნოზაძემ სოციალურ მედიაში გვერდი „შემომესწავლა“ შექმნა და ამ გვერდის საშუალებით სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ქართულ ენას ასწავლის. ის სწავლების საინტერესო მეთოდებს და ფორმას ირჩევს.
რა იყო ამ პროექტის მთავარი მიზანი/მოტივაცია, როგორია ქართულ ენასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სირთულეები, რომლებსაც ენის შესწავლისას სხვა ქვეყნის მოქალაქეები აწყდებიან თავად ელენე მოგვიყვება.
სტუმარი: ელენე ნოზაძე – ქართული ენის მასწავლებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: