საღამოს პიკის საათი – 26.06.2026
1) ანსამბლი „მჭელი“
ანსამბლის მიზანია მოიძიოს და აღადგინოს მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციები.
ანსამბლის ძირითადი რეპერტუარი შედგება ძველი საექსპედიციო ჩანაწერებიდან და სანოტო წიგნებიდან ნასწავლი სიმღერებით. ვმღერით ისე, როგორც ჩვენი მამა-პაპა მღეროდა.
სტუმრები: ქეთევან ბაიაშვილი, გეგი შავრაშიანი, თენგიზ მჭედლიშვილი, მამუკა გიორგანაშვილი, გიგა ლაზარიაშვილი, ერეკლე ბზეკალავა, ლევან გოგუტიშვილი, ალექსი ჭანგირაშვილი – ანსამბლი „მჭელის“ წევრები.
2) ბიზენსპარტნიორი / მარი მელიქიშვილი
ქართველი მეფუტკრეები წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს ელიან.
სექტორში ამბობენ, რომ მიზეზი კლიმატური პირობების გაუარესებაა.
კერძოდ, მათივე შეფასებით, წელს ცივი გაზაფხული გახანგრძლივდა, რის გამოც ყვავილობა დაგვიანდა, ნექტრის გამოყოფა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების განვითარებაც შეფერხდა.
სტუმარი: გოგა გოგაშვილი – მეფუტკრეთა გაერთიანების წევრი, კომპანია „პაპალიკოს“ დამფუძნებელი.
3) სანდრო ახმეტელის – 140
ქიზიყში „ცოდნის კაფეს“ სანდრო ახმეტელის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სანდრო ახმეტელის შვილიშვილი, მანანა ახმეტელი ესტუმრება.
სანდრო ახმეტელზე გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართება და ფილმის რეჟისორი, გვანცა მეფარიშვილი უფრო მეტს ისაუბრებს.
სტუმარი: მანანა ახმეტელი – ხელოვნებათმცოდნე.
წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, დალი ხოჯავა.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

