საღამოს პიკის საათი – 25.09.2026

20:44, 25.09.2026
-0:00

1) „ბიაფი“ – ბოლო ამბები ბათუმიდან

ჩართვა: მარიამ შეწირული – ჟურნალისტი.

2) 27 სექტემებერი სოხუმის დაცემის დღეა! ახალი დოკუმენტური ფილმი – „ინგირს ნელე-ენგურს მიღმა“

სტუმარები: ნატალია პაჭკორია – ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი; ელენე ბექაური, ნატა კორძახია – მონაწილეები.

3) ბიზნესპარტნიორი – მარი მელიქიშვილი

ქვეყანაში მკვეთრად გაძვირებული ბენზინის ფონზე, სულ უფრო მეტი ავტომფლობელი ინტერესდება საწვავის იაფი ალტერნატივის – LPG-ის გამოყენებით.

თხევადი გაზის ასოციაციის ინფორმაციით, თუ გასულ წლებში მხოლოდ 5 პროცენტით იზრდებოდა იმ მძღოლების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ბენზინიდან თხევად გაზზე გადაჰყავდათ, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 10-დან 12 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

რამდენად განსხვავდება დღეს თხევადი გაზისა და ბენზინ-დიზელის ფასები, ასევე რა გამოწვევების წინაშე დგანან გაზგასამართი სადგურები, უნდა ველოდოთ თუ არა მათი დიდი ნაწილის დახურვას და ბაზრიდან გასვლას?

სტუმარი: ნიკა ხოფერია – „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

წამყვანები: გაგა გობრონიძე, გიორგი გაფრინდაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი