1) ზურაბ კანდელაკი – 85
სატელეფონო ჩართვა: ზურაბ კანდელაკი – რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი.
2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
სტუმარი: კახაბერ ძაძამია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
3) პარიზში, ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდში, ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება
სატელეფონო ჩართვა: სოფია ბაბლუანი – საქართველოს წარმომადგენელი ევროპასთან კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
4) ბიზნესპარტნიორი – მარი მელიქიშვილი
შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა იკვეთება.
მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე – ასეთია, საქართველოს შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა.
სტუმარი: მათე ტაკიძე – კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი.
5) „შეგიძლია მოიგო ასი ათასი“ „ნოვა ფროდაქშენისა“ და პირველი არხის კიდევ ერთი საერთაშორისო და ლიცენზირებული პროექტი, რომელიც არის ბრიტანული ინტელექტუალური გეიმშოუს ანალოგი, შენ შეგიძლია მოიგო ასი ათასი.
სტუმარი: გიორგი ხაბურზანია – „ნოვა ფროდაქშენის“ დამფუძნებელი; პროდიუსერი.
წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
