1) შადიმან შამანაძის ლიტერატურული – ნიკოლოზ ბარათაშვილი
2) მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ
სტუმარი: რეზო კლდიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი; მწერალი; დრამატურგი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
3) რუბრიკა „ცხოველები“ – რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სახლში შინაური ცხოველი გვყავს?
სტუმარი: თორნიკე ხუჭუა – ვეტერინარი; კლინიკა „ვეტჰელსის“ ხელმძღვანელი.
4) იტალიელი მწერლის დაჩა მარაინის მოგზაურობა საქართველოში
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს შეხვედრას ცნობილ იტალიელ მწერალთან, პოეტთან, დრამატურგთან, რეჟისორთან, სცენარისტთან, პუბლიცისტთან, კინოდოკუმენტალისტთან, ჟურნალისტსა და მთარგმნელთან – დაჩა მარაინისთან.
ღონისძიების ფარგლებში დაჩა მარაინი მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად წარადგენს თსუ-ს გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნს „წერის სიყვარული“, რომელიც ეძღვნება წერის, კითხვისა და თარგმნის ხელოვნებას.
ინტერვიუ ნუნუ გელაძესთან.
გადაცემის წამყვანები: დალი ხოჯავა, გიორგი გაფრინდაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
