1) ღვინის გზა
მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე გამოცემული აქვს ასზე მეტი პუბლიკაცია, არის ავტორი რამდენიმე ათეული დარგობრივი და არადარგობრივი წიგნის.
გადაღებულია მისი ავტორობით ფილმები მევენახეობა-მეღვინეობასა და მეთუნებაზე.
სტუმარი: გიორგი ბარისაშვილი – მეღვინე.
2) ბიზნესპარტნიორი – თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება.
ქვეყანაში მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია, ფაქტობრივად, დასრულდა.
ოჯახის საშუალო ზომის შემცირება კი დედაქალაქში, წლიურად, დაახლოებით, 5 000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას.
რა მიზნით და ვინ ყიდულობს ბინებს თბილისში და როგორია ზოგადი ტენდენციები უძრავი ქონების ბაზარზე?
სტუმარი: ნიკა ნაჭყებია – „არკ ინვესტის“ ბიზნების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვნელი.
3) ასურეთის ღვინის ფესტივალი
ასურეთის ღვინის ფესტივალი, იგივე ელიზაბეტთალი მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს.
მათ სოფელში შემოიტანეს ევროპული სოფლის მეურნეობის სტანდარტები, თანამედროვე მარნები და ღვინის დაყენების განსხვავებული კულტურა.
სტუმარი: გურამ ავქოფაშვილი – გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დირექტორი.
წამყვანები: გაგა გობრონიძე, გვანცა მეფერიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
