საღამოს პიკის საათი – 22.05.2026

20:13, 22.05.2026
-0:00

1) 23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა

საქართველოს რადიომ მაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო, რაც ქვეყნის საინფორმაციო და კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სტუმარი: გიორგი ბერიძე – საქართველოს რადიოს გენერალური პროდიუსერი.

 

2) ვინ ქმნის რადიოს, ეთერს მიღმა

სტუმრები: ლია წიკლაური – საქართველოს რადიოს პროგრამების ხელმძღვანელი; თინა ასამბაძე – ხმის რეჟისორი; ანა გეგენავა – ჩამწერი სტუდიის ხმის რეჟისორი; კოტე ღუღუნიშვილი – ცენტრალური სააპარატოს ინჟინერი.

 

3) ბიზენსპარტნიორი / მარი მელიქიშვილი

სანერგეები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. „მოდუს გარდენის“ და კომპანია „ქეი ემ გრუპის“ ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, 10-ზე მეტი სანერგე თავის მცენარეებს სალიკვიდაციო ფასად გაყიდის.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების ფონდში.

სტუმარი: თამარა კვიციანი – „მოდუს გარდენის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

წამყვანები: გიორგი გაფრინდაშვილი, გაგა გობრონიძე.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი