საღამოს პიკის საათი – 21.07.2026
1) 21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა
2) მწერალთა სახლის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა მორის როსტიაშვილის რომანი „ლავანდის სურნელი“
სტუმარი: მორის როსტიაშვილი – მწერალი.
3) გოგა ჩანადირი
გოგა ჩანადირი ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი, მოგზაური, ბლოგერი.
წლების განმავლობაში ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს, იკვლევს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებს, ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო ამ ყველაფერს თავისი ობიექტივის საშუალებით ფართო საზოგადოებას უზიარებს.
სტუმარი: გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი.
წამყვანები: დალი ხოჯავა, გიორგი გაფრინდაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

