1) ენისა და მეტყველების თერაპია, მაღალტექნოლოგიური მიღწევები
მეცნიერებმა შექმნეს „ჭკვიანი ყელის სისტემა“ – ტარებადი სისტემა, რომელიც ყელის უმცირეს ვიბრაციებს სიტყვებად გარდაქმნის.
ინსულტის შემდეგ მეტყველების დაკარგული პაციენტებისთვის ეს ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს ხმის დაბრუნების გზა და ასევე სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.
სტუმარი: ეკატერინე ჭავჭავაძე – მეტყველების თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი.
2) მსოფლიოში ავტოაუქციონებიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია, ეს ეხება როგორც ლაივ, ისე ონლაინ აუქციონებს
აუქციონებისადმი მზარდი ინტერესის გამო, ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ სიახლეც დაინერგა და სულ რამდენიმე კვირააა, წეროვანში ყოველკვირეულად, ამერიკული ავტოაუქციონების ლაივ რეჟიმში ჩატარება დაიწყეს.
სტუმარი: ირაკლი კუხიანიძე – „ქარმარკის“ დირექტორი.
3) „ვარდისფერი ოქტომბრის“ მთავარი მიზანი და მის მიმართ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა/ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები და სერვისები
სტუმარი: ლელა სულაბერიძე – ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.
გადაცემის წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
