1) 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა
გიდის პროფესიისა და პროფესიული უნარების აღსანიშნავად, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ ყოველი წლის 21 თებერვალს დაამკვიდრა ტურისტული გიდების საერთაშორისო დღის აღნიშნვის ტრადიცია.
სტუმარი: ლია ხარაიძე – ჭიათურის კულტურის ცენტრის ტურიზმის განყოფილების მკვლევარი/ისტორიკოსი.
2) ბიზნესპარტნიორი – მარი მელიქიშვილი
ეკონომიკის სამინისტრომ და განახლებადი ენერგიების ასოციაციამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილის ადგილობრივ დონეზე გადანაწილებას ითვალისწინებს.
სტუმარი: მაია მელიქიძე – განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
3) მინი დოკუმენტური ფილმების პროექტი
სტუმარი: ოლგა ბაბლუანი – წამყვანი; პროდიუსერი, შემეცნებითი მედია პროექტების ავტორი.
წამყვანები: დალი ხოჯავა, გვანცა მეფარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
