1) თბილისის ფოტოფესტივალი
თბილისი ფოტო ფესტივალი, როგორც პირველი საერთაშორისო ფოტო ფესტივალი საქართველოში, წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. მასპინძელია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი – პირველი ინსტიტუცია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე ფოკუსირდება და წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ფესტივალის 2025 წლის პროგრამა განსაკუთრებულად გამორჩეულია. იგი Magnum Photos-თან თანამშრომლობით შეიქმნა და აერთიანებს გამოფენებს, საჯარო ლექციებს, ვორქშოფებს, სქრინინგებსა და ფოტო წიგნების გამოფენას.
სატელეფონო ჩართვია: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო დირექტორი.
2) ქობულეთის სასკოლო თეატრალური ფესტივალი
სტუმარი: ლუკა ინწკირველი – რეჟისორი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
