1) „ქალის სტატუსი საქართველოში“ (XII-XVI)
სტუმარი: თეა ქართველიშვილი – ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
2) 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მსახიობის და კომპოზიტორის, ზაზა კილასონიას შემოქმედებითი საღამო – კლასიკური და ვოკალური შოუ-მუსიკის კონცერტი, სახელწოდებით „მშვიდობა მსოფლიოს“.
სატელეფონო ჩართვა: ზაზა კილასონია – კომპოზიტორი.
3) ბიზნესპარტნიორი – საქართველოში წარმოებული კერამიკული ნივთების გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება
მზარდია იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ამ საქმის შესწავლით ინტერესდებიან და შემდეგ საკუთარ სახელოსნოებს ხსიან…
რამდენად მზარდია ეს სექტორი და რა ნივთები იწარმოება კერამიკისგან?
სტუმარი: ლევან ებრალიძე – სახელოსნო „ებრას“ დამფუძნებელი.
4) 17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება
17 ოქტომბერი გახლავთ ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. იმ ადამიანებისა, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს, ერთგულად ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას.
სტუმრები: მალხაზ ჩიხლაძე – საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი; თამარ საბაური – სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, მოხალისე; ანა გაგნიძე – დრონების ინსტრუქტორი.
გადაცემის წამყვანები: დალი ხოჯავა, გვანცა მეფარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
