1) „ვინილების ბიბლიოთეკა“
გოგი დოლიძის ვინილის ლიმიტირებული გამოცემა გოგის მიერ შესრულებულ 11 სიმღერას აერთიანებს.
ეს ვინილი უკვე 176 ოჯახშია და ეს არის შეხვედრა ხმასთან, რომელიც თაობებს აკავშირებს .
სტუმარი: თამარ ქაჩლიშვილი – მემო ჯგუფის თანადამფუძნებელი.
2) ბიზნესპარტნიორი – მარი მელიქიშვილი
მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.
საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია, პარლამენტსაც უკვე წარედგინა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2-მილიონს გადააჭარბა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი ზომების მიღებაა საჭირო“.
სტუმარი: ალექსი ნონიაძე – საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
3) რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
სტუმარი: ბექა ბეგიაშვილი – ფიტნეს ინსტრუქტორი.
წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
