1) ვსაუბრობთ „მაპპა კარტოგრაფიკას“ კოლექციაში დაცული XV-XIX საუკუნეების იშვიათი და გამორჩეული ევროპული რუკების შესახებ
როგორ ხედავდნენ ევროპელები საქართველოს საუკუნეების განმავლობაში, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში.
სტუმარი: სულხან სალაძე – იურისტი; კოლექციონერი.
2) ბიზნესპარტნიორი – მიუხედავად დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვებისა, საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის შემოსავლები მაინც მზარდია
საქსტატის ბოლო მონაცემებით, აზარტული თამაშების კომპანიების ბრუნვა 64 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი.
სექტორში, საერთო ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებთა სიას, 30 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
სტუმარი: გიორგი კაპანაძე – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
წამყვანი: გაგა გობრონიძე.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
