საღამოს პიკის საათი – 10.07.2026

20:34, 10.07.2026
-0:00

1) ტარიელ ჭანტურია – 94

94 წლის ასაკში ცნობილი ქართველი პოეტი, ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა.

პირველი კრებული ავტორმა 1964 წელს გამოსცა.

მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში პოეტს არაერთი კრებული აქვს გამოცემული, მისი შემოქმედება თარგმნილია რამდენიმე ენაზე.

2) ზაფხულის სეზონი და ქვეწარმავლები

ზაფხულის სეზონი ბუნებაში განსაკუთრებული აქტიურობის პერიოდია.

სწორედ ამ დროს იზრდება ქვეწარმავლების რაოდენობაც და მათთან შეხვედრის ალბათობაც.

სტუმარი: გიორგი იანქოშვილი – ეკოლოგი; ჰერპეტოლოგი, მკვლევარი.

3) ბიზნესპარტნიორი / მარი მელიქიშვილი

ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპი გამოჩნდა, სახელწოდებით NODI – ის პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს სრულად ცვლის.

სტუმარი: ქეთი ბურდული – „ნოდის“ თანადამფუძნებელი.

4) ზაფხული და მწერები – როგორ გავარჩიოთ სახიფათოა თუ არა ნაკბენი

სტუმარი: თინა ქიტუაშვილი – დერმატო-ვენეროლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერამატო-ვენეროლოგის კათედრის ხელმძღვანილი პროფესორი.

წამყვანი: გვანცა მეფარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი