საღამოს პიკის საათი – 09.11.2026

20:29, 09.11.2026
-0:00

1) დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია

ჩართვა: ქეთი გაგნიძე-მაქკორმიქ – კლინიკური ფსიქოლოგი, აშშ-ში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი, სომატური გამოცდილების პრაკტიკოსი, ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი; თანადირექტორი, სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოში; მაია კალანდარიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

2) წიგნი „იშვიათი არსებები“

წიგნი „იშვიათი არსებები“ ქართულ ენაზე გამოვიდა, რომელიც პირად უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული.

წიგნი შექმნილია ბავშვებში პირადი უსაფრთხოების შესახებ საბაზისო ცოდნის გავრცელების მიზნით.

სტუმარი: გვანცა ჩვამანია – ფსიქოტრავმატოლოგი, ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი.

3) ბიზნესპარტნიორი / მარი მელიქიშვილი

საქართველოში პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

შესაბამისად, მწარმოებლებმა საახალწლო დეკორაციების რეალიზაცია უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყეს.

როგორც ქართულ ბრენდ Winter Time-ში აცხადებენ, ბოლო წლებში, ბაზარი გაჯერებულია როგორც უცხოეთიდან იმპორტირებული, ისე ქართული დიზაინით შექმნილი პროდუქციით.

სტუმრები: შალვა ბაბილუა – Winter Time-ის დამფუძნებელი; ნინო შენგელია – Winter Time-ის დამფუძნებელი.

4) 9 ნოემბერი: დღე, როცა ამერიკაში შუქი ჩაქრა და ლივერპულის სარდაფში მუსიკა აინთო

წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი