საღამოს პიკის საათი – 09.10.2026

20:33, 09.10.2026
-0:00

1) რანინას გამარჯვებული, დავით ლომიძე 2026 წლის საბავშო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს, საკონკურსო სიმღერით – Sun on the Rooftops

სტუმარი: ნათია უზნაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის ჯგუფის პროდიუსერი;

დავით ლომიძე – რანინას გამარჯვებული, კონკურსანტი.

2) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების სერია სახელწოდებით „კარტოგრაფია და თანამედროვეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) იწყებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების სერიის ჩატარებას სახელწოდებით „კარტოგრაფია და თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში.

სტუმარი: საბა მოდებაძე – საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

3) ბიზნესპარტნიორი / მარი მელიქიშვილი

ლაზერული ეპილაცია თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური პროცედურაა, რომელზე მოთხოვნაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, წლიდან წლამდე მზარდია.

სტუმარი: მაია ხავთასი – „პრემიუმ ლაზერის“ დამფუძნებელი.

4) ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს, აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

სტუმარი: მაია ჯოჯუა – კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახთა ფსიქოლოგი.

წამყვანები: გიორგი გაფრინდაშვილი, გაგა გობრონიძე.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი