1) გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი“
ტრიუმფის 80 წელი 2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი“ გაიმართება.
სტუმარი: ირინა აბჟანდაძე – ფოტოხელოვანი.
2) საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს „პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 19 ოქტომბერს.
სატელეფონო ჩართვა: ლიზი მორი – პროფესიონალი მოცეკვავე და პედაგოგი; the World Dance Council (WDC) – მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
3) ბიზნესპარტნიორი – ქვეყანაში ვაკანსიების რაოდენობა კიდევ შემცირდა
შრომის ბაზართან დაკავშირებულ ახალ კვლევას „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ 1 თვის ჭრილში, ვაკანსიები 11%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 3%-ით არის შემცირებული.
სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი – ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
4) 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა
სატელეფონო ჩართვა: ჟანა ხაჩატურიანი – ქართველი პედაგოგი, სამოქალაქო განათლებისა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; ფილოლოგიის დოქტორი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი.
5) კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ საკონცერტო ტურნე
საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისთვის“, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში განახორციელა კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების“ საკონცერტო ტურნე.
სტუმარი: ნინა კუპატაძე – „ხელოვანთა კავშირის“ თავმჯდომარე, საერთაშორისო საკონკურსო პროექტის „მომავლის ვარსკვლავების“ დამფუძნებელი; პრეზიდენტის ღირსების ორდენის კავალერი.
გადაცემის წამყვანები: დალი ხოჯავა, გვანცა მეფარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
