საღამოს პიკის საათი - 01.10.2025
საღამოს პიკის საათი - 01.10.2025

1) 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მზიურის კინო ეკრანი დაეთმობა გვანცა კორძახიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას

ფილმები შეეხება დევნილი, ემიგრანტი და საქართველოში პირველი ოფროუდერი ქალის ნაამბობს.

სტუმარი: გვანცა კორძახია – რეჟისორი; პლატფორმა ნაამბობის დამფუძნებელი.

 

2) ბიზნესპარტნიორი კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული

დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს. მოსავლის დაბინავება ამ რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სტუმარი: მარიამ ხომასურიძე – პროფესორი, ენოლოგი, „ქართული ღვინის გილდიის“; თანადამფუძნებელი.

 

3) ქართული ტრადიციები… ტრადიციაში როგორ ცოცხლობს კულინარია…

სტუმარი: ნოდარ შოშიტაშვილი – ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

წამყვანები: გვანცა მეფარიშვილი, გაგა გობრონიძე.

პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: