საერთაშორისო ფონდის SOS Talents-ის საფორტეპიანო კონცერტი

7 დეკემბერს, პარიზში, ბონაპარტების ისტორიული სასახლის საკონცერტო დარბაზში, ფონდის SOS Talents-ის ლაურეატი პიანისტების საახალწლო კონცერტი და უმაღლესი რანგის საქველმოქმედო მიღება გაიმართება. კონცერტში წელს მონაწილოებას ფონდის რვა სტიპენდიანტი მიიღებს – ოთხი საქართველოდან, სამი ლიტვიდან და ერთი რუსეთიდან. საქართველოდან მონაწილეები არიან: 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა (ახალქალაქი), 12 წლის ბარბარე ჩხაიძე (ბათუმი), 14 წლის ილია ლომთათიძე (თბილისი) და 14 წლის ბარბარე თათარაძე (თბილისი).

გადაცემის წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.