დღეს ჩვენი გადაცემის საშუალებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მომღერალ ლაშა ღლონტს შევახვედრებთ. ვიმოგზაურებთ ბევრ ქვეყანაში: საბერძნეთში, ამერიკაში, ისრაელში, გერმანიაში და ა. შ. ლაშა ღლონტის სიმღერები იქაურ ქართველ ემიგრანტებში პოპულარულია, „დეკემბერია“ „მონატრებიხარ ფიქრებს“ და კიდევ არაერთი სიმღერა ძალიან კარგად იცის იქაურმა პუბლიკამ.…ბატონი ლაშა ბევრს მოგზაურობს ემიგრანტების მიწვევით და ამ მხრივ მისი შემოქმედებითი ცხოვრება დატვირთული და შთამბეჭდავია. იდეალური ქვეყნის შექმნისთვის აუცილებელ პირობად ემიგრანტების წვლილს ხედავს, რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და დაეხმაროს სამშობლოს თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმითა და არნახული შრომისმოყვარეობით…
სტუმარი: ლაშა ღლონტი – მომღერალი.
სკაიპით ჩართვა: საბერძნეთიდან ინგა ფალავანდიშვილი, ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკისა და კაანდის ეპისკოპოსი მეუფე საბა და ზვიად ხუციშვილი, ისრელიდან იუზა მოშიაშვილი, ფლორენციიდან ნატა კეეკლია.