საახალწლო ემიგრანტული ქრონიკა
რა ენატრებათ ახალ წელს, რასთან ასოცირდება საახალწლო დღეები ემიგრაციაში და რა სურვილები აქვთ ქართველ ემიგრანტებს? – შევეცდებით საახალწლო განწყობას სევდიანი მოტივები ავაცილოთ და ამ შეხვედრებით ჩვენს თანამემამულეებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ოპტიმიზმი, მომავალი წარმატებების იმედები გავუძლიეროთ.
გადაცემაში იწყება საახალწლო შეხვედრები ემიგრანტებთან.
გადაცემაში მოვისმენთ ამერიკაში მცხოვრები ქართველების ისტორიებს, საახალწლო მილოცვებსა და სურვილებს.
ჩართვა სკაიპით: მაკა კვერენჩხილაიძე-კარტაიზერის ოჯახი.
ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის წევრ მსახიობთა საახალწლო გამოსვლა.
ავტორი: ნანა ლომიძე.
წამყვანი: ია მახარაძე.