რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორის და მომხმარებლის  ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორის და მომხმარებლის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ

2018 წლის, პირველი ივნისიდან ძალაში შედის ცვლილებები, სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეების დაცვის კოდექსში, რაც გულისხმობს ბიზნეს ოპერატორის მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში 3000 ლარიან ჯარიმას. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემა „შტრიხ-კოდის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი თანამედროვე მიდგომებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორებზე ინფორმაციას ვებ-გვერძე განთავსებს. ასევე, ვახტანგ კობალაძის თქმით, ბიზნესოპერატორს თუ ეცოდინება, რომ მისი შემოწმების შედეგები აუცილებლად გასაჯაროვდება, მაშინ გაცილებით ფრთხილად მოიქცევა, რადგან მწარმოებლისთვის მომხმარებლის თვალში ნდობის დაკარგვა წარუმატებლობას ნიშნავს. ბიზნესოპერატორისთვის მნიშვნელოვანია მისი პროდუქცია  გაიყიდოს, ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში უფრო დაზარალდება  მწარმოებელი ვიდრე 3000 ლარიან ჯარიმის შემთხვევაში.

სტუმარი: ვახტანგ კობალაძე – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი.
სატელეფონო ჩართვა: ვასილ ბასილაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.