#რადიოკალენდარი – სამუელ ჩავლეშვილის დაბადებიდან 165 წელი
- გურული ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის სამუელ ჩავლეშვილის დაბადებიდან 165 წელი სრულდება. „გურიის ბულბული“ – ასე მოიხსენიებენ ადამიანს, რომელიც გურულ სიმღერაში საოცრებებს ახდენდაო. გადაცემაში სამუელ ჩავლეშვილის უნიკალურ ჩანაწერებს შემოგთავაზებთ და ფოლკლორის ცენტრის მკვლევარს სანდრო ნათაძეს მოუსმენთ.

