#რადიოკალენდარი - სახლი მაჩაბლის 13-ში
#რადიოკალენდარი - სახლი მაჩაბლის 13-ში
თბილისში, მაჩაბლის 13-ში მდებარე სახლს დიდი, საინტერესო და ტრაგიკული ისტორია აქვს. დავით სარაჯშვილმა იგი 115 წლის წინ აააგო და მისი გახსნა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, მაჩაბლის 13 ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადაეცათ. ამ ამბის ინიციატორი პაოლო იაშვილი ყოფილა, რომლისთვისაც საბედისწერო გამოდგა ეს მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუში. პაოლო იაშვილმა სახლის მეორე სართულზე მოიკლა თავი. 115 წლის ისტორიის სახლის დღევანდელობაზე „რადიოკალენდარში“ მწერალთ სახლის დირექტორ-მენეჯერი ნატაშა ლომოური საუბრობს.