#რადიოკალენდარი - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 80 წელი
#რადიოკალენდარი - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 80 წელი

80 წლის წინ, მოსკოვში, კრემლში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ისტორიაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი. ნახევარი საუკუნე საბჭოთა კავშირი უარყოფდა და მალავდა ხელშეკრულების თანდართული „საიდუმლო ოქმის“ არსებობას. სწორედ ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ საბჭოთ კავშრიმა და გერმანიამ ევროპის ქვეყნები შუაზე გაიყვეს. „პერესტროიკის“ წლებში არც გორბაჩოვი იყო მომხრე დოკუმენტს დღის სინათლე ენახა. მხოლოდ 1992 წელს მოხერდა ორიგინალი დოკუმენტების გამოქვეყნება. 2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის თარიღი, სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დააწესა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ „რადიოკალენდარში“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი დავით ჯიშკარიანი საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: